პროექტის მთავარი იდეა: გარემოზე
დაკვირვების შედეგად გააცნობიერონ თუ რა დიდ ზიანს აყენებს ქიმიური ნარჩენების
შედეგად წარმოქმნილი მჟავა წვიმები გარემოსა და ისტორიულ , ხუროთმოძღვრულ
ნაგებობებს. მოიძიონ ეკოლოგიური საფრთხის აცილების ალტერნატიული გზები.
პროექტის
აქტუალობა: მოსწავლეები
გააცნობიერებენ „მჟავა
წვიმების“ მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგებს, ეკოლოგიური
პრობლემების ქიმიის ჭრილიდან დანახვას და ადამიანების მნიშვნელოვან როლს პრობლემების
გადაჭრის გზების ძიებაში .
პროექტის მიზნები: მოსწავლეების ჩაბმა პროექტის
შექმნაში. კვლევის , ძიების, ანლიზის, პროვბლემების გადაჭრის გზების ძიების უნარის
განვითარება. საზოგადოების ინფორმირება საკუთარი როლის განცნობიერება ეკოლოგიური
პრობლემების და მათი თავიდან აცილების საქმეში;
მონაწილეთა
ასაკი: მე-9 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გარემომცველ
სამყაროზე ჩამოუყალიბდებათ ზრუნვითი დამოკიდებულება, შექმნიან ფოტოალბომს,
ვიდეომასალას, დაამზადებენ ბუკლეტებს, გამოუშვებენ სკოლის კედლის გაზეთს,
მოაწყობენ ექსკურსიას შესაძლო მასალის შესაგროვებლად, მოაწყობენ პრეზენტაციას
„მჟავა წვიმების“ შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ციფრული ფოტოაპარატი,
კომპიუტერი, პროექტორი,
დისკი: „მჟავა წვიმა“ მარკერები, A4 ქაღალდები, კლიფჩარტის ქაღალდი, სინჯარები,
უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი, მჟავები,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები): მოსწავლეებთან ერთად შევარჩევ თემას,
პროექტის მიზანს, მოვახდენ პრობლემის მოკლე მიმოხილვას.
მოსწავლეების მთელ
ჯგუფს ვთხოვ მოცემული სქემის მიხედვით მოიძიონ ინფორმაცია და გაიაზრონ:
·
როგორ
წარმოიშობა მჟავა წვიმები?
·
შეადგინონ
რეაქციათა ტოლობები, რომლებიც ასახავს წვიმის წყალთან მავნე აირადი
ნივთიერებების ურთიერთობას;
·
რა
„წვლილი“ მიუძღვის ადამიანს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესში?
·
რა
საფრთხეს უქმნის გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, შენობა-ნაგებობები) მჟავა
წვიმები?
·
რა
ღონისძიებები უნდა გატარდეს ადამიანების მიერ პრობლემის გადაჭრის მიზნით?
კლასი იყოფა სამ ჯგუფად და თითოეულს
ეძლევა შემდეგი დავალება:
I ჯგუფი:
მოიპოვონ ინფორმაცია, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს
მჟავა წვიმები ნიადაგის მჟავიანობაზე;
რატომ უშლის ხელს
მომატებული მჟავიანობა მცენარეების ნორმალურ ზრდა-განვითარებას? (ექსპერიმენტი: ნიადაგის მჟავიანობის
განსაზღვრა)
დაკვირვების, კვლევისა და ექსპერიმენტის საშუალებით მოიძიებს პრობლემის გადაჭრის გზებს და მათ დადებითი შედეგებს;
II ჯგუფი: გარემოზე
დაკვირვებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე აღწერონ ჰაერისა და წყლის დაბინძურების მეთოდები ;
მოპოვებული
ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინონ
პრობლემის გადაჭრის გზები;
განიხილონ რა უარყოფითი
მოსალოდნელი შედეგები მოყვება
პრობლემის გადაუჭრელობას.
III ჯგუფი: მოიპოვონ ინფორმაცია თუ რა მავნე გავლენას ახდენს მჟავა წვიმები
შენობა-ნაგებობებზე, ხუროთმოძღვრულ
ძეგლებზე, მონუმენტებზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე.მოპოვებული
ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინონ
პრობლემის გადაჭრის გზები;
განიხილონ რა უარყოფითი
მოსალოდნელი შედეგები მოყვება
პრობლემის გადაუჭრელობას.
დასკვნით ეტაპზე თითოეული ჯგუფი
წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას, სლაიდების, ფოტოსურათების და სხვა
სშუალებებით, დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს, დაკვირვების, კვლევისა და
პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ სკოლის კედლის გაზეთში.
გაუკეთებენ ორგანიზებას ფილმის „ მჟავა
წვიმები“ ჩვენებას.
პროექტის ხელმძღვანელი: მ.
ნადირაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.nadirasvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mnadirasvili.blogspot.com/